საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები ხელისუფლების გათეთრებული ფულია - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ბურჯანაძის თქმით, მითია ის, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადება მთელ მსოფლიოს სურს.
"როდესაც ხელისუფლება საუბრობს, მთელი მსოფლიო მზადაა საქართველოში ინვესტიციების ჩასადებას, მითია. საქართველოში დაბანდებული ინვესტიციები, რეალურად ხელისუფლების მხრიდან გათეთრებული ფულია. უმეტეს შემთხვევაში, ამ ინვესტიცების უკან მდგომი ადამიანების უცხო ადამიანები დგანან", - განაცხადა ბურჯანაძემ.