"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ეროვნული საბჭოს" მიერ სახალხო კრებასთან მიმართებაში უფლებამოსილების შეჩერებას გამოეხმაურა.
ბურჯანაძის თქმით, სახალხო კრება ხელისუფლების წინააღმდეგ რეალურად იბრძოლებს, პოლიტიკური ძალები კი ამ ბრძოლას გაურბიან.
""ეროვნული საბჭოს" აქტიურობა სახალხე კრებაში გამოიხატებოდა მხოლოდ იმით, რომ საბჭოს ლიდერი ზვიად ძიძიგური ხუთჯერ თუ ექვსჯერ დაესწრო აღმასრულებელი საბჭოს სხდომას. არ ვართ განწყობილები ისე, რომ "ეროვნულ საბჭოსთან" მიმართებაში ხიდები დავწვათ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ ტოვებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები კრებას. ის კი მხოლოდ საბაბი იყო და არა მიზეზი, როდესაც სხვა ძალებმა კრების დატოვების შემდეგ, განაცხადეს რომ მათი დატოვების მიზეზი ბიწაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირება იყო. რეალურად, ოპოზიციური ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას გაურბიან. და თუ მათ არ მოსწონთ დღევანდელი მთავრობა და მათი ქმედებები, ისინი აუცილებლად უნდა ჩაერთნონ იმ პროცესებში, რომელსაც სახალხო კრება წამოიწყებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ბურჯანაძის თქმით, სახალხო კრების შექმნა იმის დამსახურებაა, ვინც ახლა კრებაშია. "სახალხო კრება აგრძელებს მუშაობას და ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ შევქმენით კომიტეტები. ვმუშაობთ, იმაზე თუ როდის დავიწყებთ სახალხო დაუმირჩელებლობას, რისთვისაც მხარდამჭერთა რაოდენობა დიდი გვყავს და ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის დამატებით ვინც შემოგვიერთდება", - აღნიშნავს ბურჯანაძე.
"ეროვნულმა საბჭომ" თავისი საქმიანობა შეიჩერა "სახალხო წარმომადგენლობითი კრების" აღმასრულებელ და სათათბირო ორგანოში. ეს გადაწყვეტილება "ეროვნულმა საბჭომ" დღეს გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრებაში" საქმიანობა ეკა ბესელიამა და "ეროვნულმა ფორუმმაც" შეაჩერა.