ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატი გურამ ჩახვაძე სადაზღვევო კომპანიებზე კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ აუდიტზე პარლამენტს რეაგირებას თხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩახვაძემ აღნიშნა, კონტროლის პალატის შემოწმებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის აუდიტმა აჩვენა რომ ბიჯეტიდან გამოყოფილი 284 მილიონი ლარიდან სადაზღვევო კომპანიებმა მოსახლეობაზე მხოლოდ 114 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 170 მილიონი ლარი აღნიშნულმა კომპანიებმა საკუთრა შემოსავლებს შეამატეს. კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დაადასტურა რომ სამედიცინო მომსახურებით დაზღვეული მოქალაქეების 21-მა პროცენტმა ისარგებლა.
"კონტროლის პალატამ თავისი მოვალოება შეასრულა. ახლა ჯერი პარლამენტზეა, ამიტომ ედპ მოითხოვს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ რეგაირების გარეშე არ დატოვბოს როგორც აღნიშნული ფაქტი ასევე სერიოზულად იმსჯელოს მთლიანად სისტემაში შექმნილ მდგომარეოაბზე" - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, ეკონომიკურად არაეფექტური სოციალურად უსამართლო და უკონტროლო სისტემის დანერგვაში ძირითადი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მაშინ როდესაც სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩენილი 100 ათასობით მოქალაქე, ბიუჯეტი ისედაც მწირია და დაუშვებელია სახელმწიფო სახსრების ასეთი ფორმებით ხარჯვა.
"ხელისუფლებამ ვერ გაიგო რომ სოციალური სფეროს კომერციალიზაცია სიკეთის მომტანი არ არის და საკუთარი მოქალაქეებს ჯანმრთლებაზე ზრუნვა არა ბაზრის, არამედ სახელმწიფოს მოვალეობაა. სამედიცინო სფერო უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო სახელმწიფო სადაზღვევო სისტემას, სადაც საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი დაზღვეული და უზრუნევლყოფილი იქნება სამედიცინო მომსაუხრებით" - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, ამის პარალელურად უნდა ფუნქციონირებდეს კერძო სადაზღვევო სისტემა, თუმცა არა ბიუჯეტის ხარჯზე.