როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ, როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზში განაცხადა.
ამ წუთებში ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.
იმედია არ შემზღუდავთ დროში.. ბევრი რამ დაგროვდა ორი თვის განმავლობაში. საქმე ისეთია ჩემთან დაკავშირებული, ისეთ საკითხს გულისხმობს... ბევრი ანალიზი გავაკეთე ორი თვის განმავლობაში, სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს მსგავსად, პროტესტის გამოხატვის გამო, უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ ამათ.. და ციხეში არიან გამოკეტილები.
მინდა სასამართლოს სხვა კუთხით დავანახო ეს რეალობა.... სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი, რომ მოდის ელოდება გილიოტინაზე აყვანას და ჩამოხრჩობას, მე აქ რომ მოვდივარ, მინდა მქონდეს 0.5% იმედი, რომ სამართალს ვიპოვი, პატარას, სადღაც მარცვალი იმედის რომ მქონდეს..
ჩვენ ხალხმა რატომ გავაკეთეთ სასამართლო? მოგეცით უფლებამოსილება დმანაშავე კრიმინალი მკვლელი, ქურდი, ყაჩაღი მძარცველი დააკავოთ და საზოგადოებას მოაშოროთ... ჩვენ რომ კონსტიტუციაში დავწერეთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, იმიტომ კი არ მივეცით სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომ დაგვაკავეთ, ჩაგვყარეთ დილეგებში, მოწყვიტეთ დედებს, მამებს შვილები....
არ შეიძლება ავიღოთ მოქალაქე და გადავაგდოთ ნაგავში...ადამიანები რომ განვითარდნენ, სამართალი ჰუმანური გახდა. ადამიანზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ვერ ვპოულობ სამართალს, ორი თვეა ვზივარ, რის გამო,,, ჩემს თავზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ სხვა დაკავებულებსაც, რომლებიც ციხეში პროტესტის გამო სხედან.
რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადაო არაფერი მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და დაჯილდოვდება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან.... კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად...
პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში გაუგებარი რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა ბრალი სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა...დამხობა არის მოქმედება..
როცა საუბარია აქციის სახელმწოდებაზე - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გაგრძელება ვიფიქრებთ სლოგანებს.
როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ
როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა?
ორი შვილი მყავს, მამა მოაკლდათ, მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ მამა ბრძოლაშია.. მაგრამ დაკოჟრილხელიანი ხალხი ვნახე... მათ ისიც კი უხაროდათ ულუფა შეგვხვდება, რომ დაგვაკავებენო..
....ლაპარაკის გამო შეიძლება პოლიტიკოსი იყოს? თურმე არ ეყოთ ორი თვე იმისთვის, რომ ....
პროკურორებმა არ უნდა გაიარონ სწავლება ისე, რომ სამი დღე დახურულ სივრცეში არ გაატარონ [სიცილია]... ორი თვე...სამი თვე.. ადამიანის გამოგლეჯილი ცხოვრებაა ხალხო. როგორ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ლევან ხაბეიშვილის საზოგადოებისთვის საშიშია და ვაიმე ხვალ რაიმე დანაშაული არ ჩავიდინო...
როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ვლაპარაკობდი, მეუბნებოდნენ „შე მასხარა, შე პროვოკატორო“ და აქ მოგიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი...
15 მილიონი ლარი ამოიღეს ღარიბაშვილის სახლიდან და მეოცედი დაუწესეთ, კაცი გარეთ გაუშვით"- ამბობს ხაბეიშვილი. ["რადიო თავისუფლება" ]