„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უკანონო, ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი შეიკრიბოს არა „ოცნების“რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ" ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო შევხვდით 4 ოქტომბრის მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ინიციატორ - ბატონ პაატა ბურჭულაძეს და სამოქალაქო ორგანიზაცია - რუსთაველის გამზირს. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გაგვაცნო მათი მოძრაობის გეგმები 4 ოქტომბრის საერთო სახალხო კრებასთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა რუსთაველის გამზირის ინიციატივას. პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უკანონო, ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტი მოქალაქე შეიკრიბოს არა „ოცნების“ კრიმინალური, მოღალატეობრივი, რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში, ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს, დიდება საქართველოს!“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.