რუსულმა დრონმა პოლონეთის ქალაქ ლუბლინში საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
პოლონური მედიის ცნობით, დაზიანებულია შენობის სახურავი და ავტოსადგომი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ხალხმა აფეთქების ხმა გაიგო და პოლონური გამანადგურებლებიც დაინახეს. სიტუაცია საკმაოდ რთული და შემაშფოთებელია. მოსახლეობაში დიდი შეშფოთებაა“, – წერს პოლონური მედია.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.