რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი, საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
“კახა კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია. ეგ არის ალბათ, დაუსჯელობის სინდრომი. საწყენი და სამარცხვინო არის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციასთან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და დანაშაული არ ხდება - საწყენიც არის და საშიშიც არის. ეს არ არის , ვინ ვისი მომხრეა. უბრალოდ საშიში არის ეს ყველაფერი და კარგით არ დამთავრდება, ჩემი აზრით, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისკენ არის, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, პოლიციამაც სასამართლომაც. პოლიტიკოსებმაც, სპორტსმენებმაც და ა.შ“, - განაცხადა ცინცაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან და დასძინა: „ყველამ რომ თავისი საქმე აკეთოს, მაგიტომაც ვდგავარ აქ და ზუსტად მაგაზე შემტკივა გული, რომ უსამართლობას ვხედავ“.