საქართველოს ფეხბურთლთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“ ბულგარეთი 3:0 დაამარცხა.
გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, ნიკა გაგნიძემ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.
აღნიშნული მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში. E ჯგუფში ამ გუნდების გარდა თურქეთი და ესპანეთი თამაშობენ.
პირველი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა თურქეთთან გამართა და 2:3 დათმო.
ფოტო: ეროვნული ნაკრები