"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯონ ბაიდენთან ერთად ისაუზმებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუზმის ფორმატში ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი ალასანიაც დაესწრება.
შეხვედრა დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აშშ-ში 1-ელ თებერვალს გაემგზავრა.