კერძო სკოლებში მანდატურების შეყვანა სავალდებულო არ იქნება, _ ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც საჯარო სკოლებში მანდატურების ინსტიტუტი დაინერგა, განათლების სამინისტროს კერძო სკოლებიდან თხოვნით მიმართეს რომ მათთვისაც მიეცათ საშუალება მანდატურების შეყვანის თაობაზე. ქურდაძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება სწორედ კერძო სკოლების თხოვნის შემდეგ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ექნებათ მანდატურებთნა კონტრაქტი გააფორმონ.
კერძო სკოლებში მანდატურების ხელფასს დამქირავებელივე აანაზღაურებს. ამასთან, მიმიდინარე წელს მანდატურები ასევე პროფესიულ სასწავლებლებშიც შევლენ.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში მანდატურების ინსტიტუტი 2010 წლიდან დაფუძნდა.