ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე, ბაიდენი უკრაინას მხოლოდ თავდაცვის უფლებას აძლებდა და არა - საპასუხო დარტყმის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
"ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე. ეს ჰგავს სპორტში შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ფანტასტიური დაცვა ჰყავს, მაგრამ შეტევაში თამაშის უფლება არ აქვს. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ასეა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით. თაღლითი და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას საპასუხო დარტყმის უფლებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ გამოვიდოდა ეს? მიუხედავად ამისა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. საინტერესო დრო გველის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.