რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ "იუკოსის" ექს-ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის და "მენატეპის" ყოფილი შეფის პლატონ ლებედევის დაკავების აქტის ზედამხედველობითი წარმოების აღძვრის შესახებ დადგენილება მიიღო.
ბიზნესმენებისთვის დაკავების ვადის გაგრძელებას, რომელიც ხამოვნიჩის რაიონის სასამართლოს მიერ 2010 წლის 16 აგვისტოს იქნა მიღებული, უმაღლესი სასამართლო საეჭვო ქმედებად მიიჩნევს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა დამტკიცებული, ამჟამად კი, უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ "ეჭვს იწვევს ხამოვნიჩის სასამართლოს დადგენილების კანონიერება, ასევე მოსკოვის სისხლის სამართლის კოლეგიის საკასაციო განმარტება".
ხვალ, 4 თებერვალს, ხოდორკოვსკისა და ლებედევის დაპატიმრების საქმე განსახილველად კვლავ დაუბრუნდება მოსკოვის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც საკუთარ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის აპრილში პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო შესწორებები, რომლის საფუძველზეც იკრძალება იმ ბიზნესმენების დაპატიმრება, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ეკონომიკური დანაშაული.
ხოდორკოვსი-ლებედევის საქმესთან დაკავშირებით კი, ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული.