ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს ხვალ, 4 თებერვალს დაკითხავს.
ხვალვე დაიკითხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელი მათიას იორში. სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, მათი დაკითხვა თავად სასამართლომ ჩათვალა მიზანშეწონილად.
აღსანიშნაცია, რომ იორშისა და ტუღუშის გარდა, ხვალვე სასამართლო კიდევ რამდენიმე დამოუკიდებელ ექსპერტს მოუსმენს.
აღსანიშნავია, რომ მოწმეების დაკითხვის პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლო საქმის განხილვის ახალ ეტაპზე გადავა, თუმცა რამდენი ხანი დასჭირდება პროცესისი საბოლოოდ დასრულებას ჯერჯერობით უცნობია.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მდივნის ერიკ ფრიბერგის განცხადებით, განაჩენი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რაც თბილისის შეფასებით, ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
სასამართლომ გასულ კვირას მოწმის სახით რამდენიმე დაზარალებული ქართველი დაკითხა, გუშინ კი რუსული მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების დაკითხვა დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება.