ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს - სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, აბრალებს თუ არა „ქართული ოცნება“ ომის დაწყებას საქართველოს, ზარქუამ აღნიშნა, რომ „არა, სააკაშვილი იყო პროვოკატორი, რუსის ინტერესების დამცველი“.
„ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს. სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი. [სააკაშვილს] ბრძანება აქვს 8-ში გაცემული. ასე რომ, კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით“,- აღნიშნა ზარქუამ „ტვ პირველთან“.