სასამართლომ თვალჭრელიძის ქუჩიდან დაკავებული ლადო ჩახაია და რევაზ ნადირაშვილი, რომლებიც პოლიციამ 24 ივლისს წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ გამოაცხადა და გამოსახლებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო.
რომლებიც არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სოციალურად დაუცველია.
24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.