„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კურტანიძემ ყოფილ ცოლს ხათუნა მიქაცაძეს სცემა. ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა სოციალურ ქსელშიც.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე ცნობით,, კურტანიძის მიმართ შეკავებელი ორდერიც იყო გამოწერი და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.