თვალჭრელიძის ქუჩაძე დაკავებული აქტივისტები განსასჯელის სკამზე - სასამართლომ ცოტა ხნის წინ ნენე გაბლაიას და დათა ქაშიაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. დამატებითი დრო შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებების მოსაპოვებლად მისცეს, რომლებიც აქტივისტების ნაწილის ციხეში გაშვებას ითხოვს.
მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი - მამა და ორი შვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ მათ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს.