"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში ცვლილება შედის.
კანონპროექტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ხდება პირის ქონება აღწეროს, შეაფასოს, ყადაღის აქტი შეადგინოს, შეინახოს და დალუქოს, ასევე, მალფუჭებადი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია მოახდინოს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს საშუალება მიეცემა, გადასახადის გადამხდელისგან ქონების ნუსხის თაობაზე ინფორმაცის გამოთხოვისა და ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართოს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს მთავრობაა და მისი პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში განხილვა 15-18 თებერვალს გაიმართება.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, სავარაუდოდ, 22-25 თებერვალს გაიტანენ.