ვაკეში ორი მამაკაცი დაჭრეს.
ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გიორგი მახარაშვილს ოთხი ჭრილობა ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული, გიორგი ელიაური კი დანით დაჭრეს.
დაზარალებულები ნათესავები არიან.
დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. ნაპოვნია ტყვიის მასრა.