ჩვენი დემოკრატია ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების სტაბილურობას - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანის რაიონ სოფელ კაჭრეთში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის გახსნისას.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოწვევები: გაჭირვებული ადამიანები, უმუშევრობა. თბილისში უმუშევრობა აღწევს მეოთხედზე უფრო მეტს, ეს არის დიდი ქალაქისთვის კრიტიკულად ცუდი მაჩვენებელი. ჩვენ გვეუბნევიან უცხოელი კოლეგები, რომ ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპული დემოკრატიის გზით და ეს მართლაც ასეა. მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს არასტაბილურობას. ჩვენი დემოკრატია ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების სტაბილურობას. ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ. ჩვენზე გადაიარა ყველა ქარბორბალამ, თუმცა ჩვენმა ხალხმა ზუსტად იცის რა მოაქვს შიდა სამოქალაქო დაპირისპირებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.