„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
სააკაშვილის აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა.
„ჩემი აზრით, „ლელოსთან" შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს.
უნდა შემოვიფარგლოთ სინანულის გამოხატვით და კიდევ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რუსულ-ქოცური სპეცოპერაციის ბოიკოტირებაზე და ნამდვილი არჩევნების მიღწევაზე.
მითუმეტეს, რომ ევროპარლამენტიც ჩვენს პოზიციაზე დგას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.