აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი იარაღის მიწოდება დაიწყო.
ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის განაცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, რომელიც 7 ივლისს გავრცელდა, პრეზიდენტ ტრამპის მითითებით თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინაში აგზავნის დამატებით იარაღს, რათა უკრაინელებმა თავის დაცვა შეძლონ, ვიდრე აშშ მუშაობს მყარი მშვიდობის დასამყარებლად და მკვლელობების შესაწყვეტად.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი იარაღის კონკრეტულ სახეობებს არ ასახელებს.
პენტაგონის განცხადებას წინ უძღვოდა ორშაბათს, 7 ივლისს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ.