პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში თავად წერს.
"სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი.
განაჩენი პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან", - წერს ალბი კორძაია.
28 ივნისს ალბი კორძაიამ გაავრცელა მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელის, ბიძინა ჟამერაშვილის ვიდეო, სადაც ის შემდეგ სიტყვებს ეუბნება: “ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო“.
12 ივნისს, მოსამართლემ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.