საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით, დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული თ.ე., 2007 წელს დაბადებული ბელორუსის მოქალაქე გ.ა. და წარსულში ნასამართლევი კიდევ ორი პირი – 2003 წელს დაბადებული თ.ჭ. და 1984 წელს დაბადებული კ.თ. დანაშაულები 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“ და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს.