შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული. რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.ჰ. მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.