აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს ჩანაწერი, რომელშიც ისმის “აზერბაიჯანის ავიახაზების“ AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება, რის შედეგადაც ლაინერი 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა. ამის შესახებ Minval Politika წერს.
ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ რედაქციამ მიიღო ანონიმური წერილი, რომელიც შეიცავს მასალებს რუსეთის ქალაქ გროზნოსთან ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ.
წერილში, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის ეკიპაჟის კაპიტნის, დმიტრი პალადიჩუკის განმარტებითი ბარათია მოცემული, რომელიც ამტკიცებს, რომ თვითმფრინავის მიმართ ცეცხლი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით გაიხსნა.
გამოცემამ ასევე მიიღო ვიდეო, აუდიოჩანაწერები და დეტალები ტექნიკის არასათანადო მდგომარეობის შესახებ.
„08:13:30 საათზე ოპერატორს განადგურების ბრძანება მივეცი. 08:13:33 საათზე რაკეტა გამშვებიდან გავიდა. 08:13:47 საათზე BM-72V6-ის ცენტრალურმა მართვის სისტემამ გამოსცა შეტყობინება, რომ მიზანი აცილებული იყო. 08:13:48 საათზე გავეცი ხელახალი სროლის ბრძანება“, - ნათქვამია წერილში.
ჟურნალისტებმა ასევე გამოაქვეყნეს სავარაუდო აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელშიც კაცის ხმა ასახელებს კოორდინატებს, რომლებიც ემთხვევა განმარტებით ბარათში მოცემულ მონაცემებს და შემდეგ ამბობს: „ცეცხლი! ცეცხლი!“
ამის შემდეგ აფეთქება ხდება და როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ამიზანი ააცილეს, იგივე კაცი ამბობს: „ისევ! კიდევ ერთხელ!“
ჟურნალისტები სრულად არ აჩვენებენ მიღებულ ჩანაწერებს, რადგან საგამოძიებო ორგანოების მიერ ჯერ კიდევ შესასწავლია. ისინი ამტკიცებენ, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურება არ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მასზე კაპიტნის ხელმოწერაა. ამავდროულად, აუდიოჩანაწერები საკმაოდ რეალურად მიიჩნევა, რადგან მათში არსებული ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190AR 25 დეკემბერს ჩამოვარდა. როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს. ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 დეკემბდრს განაცხადა, რომ თვითმფრინავი მიწიდან სროლის შედეგად" დაზიანდა .
4 თებერვალს აზერბაიჯანის მთავრობის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ქვეყანას ჰქონდა ზუსტი დადასტურება, რომ თვითმფრინავი რუსულმა „პანცირ-ს“ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.