უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ბუდაპეშტში გამართულ ყველაზე მასშტაბურ ლგბტ პრაიდ-ს გამოეხმაურა და მას „კიდევ ერთი დასტური“ უწოდა იმისა, თუ რატომ სჭირდება ქვეყანას კონსერვატიული მთავრობა.
ორბანმა განაცხადა, რომ „ბრიუსელმა გასცა ბრძანება ბუდაპეშტში პრაიდის გამართვის შესახებ და მათმა მარიონეტულმა პოლიტიკოსებმა ეს ბრძანება შეასრულეს“.
„ეს იმის დასტურია, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ქვეყანას რომ არ ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს იცავს...
გუშინდელი დღის წყალობით, კიდევ უფრო დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ადამიანებო არსად არ უნდა შეუშვან“, - თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, შაბათს, 28 ივნისს, ბუდაპეშტის ცენტრალურ ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ყოველწლიურ ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობაზე, პოლიციის ოფიციალური აკრძალვისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად.