"საქართველო დადექი!" - თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. აქციას უკვე შეურთდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხარდამჭერები.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის, გადაკეტილია. ადგილზე დამონტაჟდა სცენაც. 21 საათზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.
აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულების ოჯახის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ფოტო: პუბლიკა