რეჟიმი ვერ იმარჯვებს! ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდში დაწყებულია შიდა დაპირისპირება, უნდობლობა და ცალ-ცალკე ფიგურების ჩამოშორება.
"უნდა მოგილოცოთ! უნდა მოგილოცოთ ის, რომ 7 თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი ვერ გაუკეთეს პროტესტს, ვერანაირად ვერ დაშალეს, ვერ შეასუსტეს. 7 თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ამ ვითომდა ძალიან ძლიერმა რეჟიმმა, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. 7 თვეა გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან დიდი ფასი გადაიხადეთ თქვენ.
მე მინდა, მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ როგორც ვიყავით დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით სანამ ისინი არ გამოვლენ, ესე იგი, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება.
ეს რადგან არ ეყოთ, გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ დააშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველას სოლიდარობა!
რეჟიმი ვერ იმარჯვებს! ეს ჩანს თქვენი აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცეებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და იქნება ხვალაც, ზეგაც ერთობა, სანამ არ მივაღწევთ შედეგს! და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ "ოცნებაში" დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთმანეთის, ვიღაცის ჩამოშორება, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ კიდევ ვიღაცეები ჩამოიშორონ. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული რეჟიმის ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება!
"ოცნება სრულ იზოლაციაშია მთელი მსოფლიოსგან, არავინ მათ აღარ ხვდება და უნდათ, შექმნან რაღაც პაროდიები მილანში საკონსულოების გახსნისა. უნდა აჩვენონ, რომ რაღაც კავშრები ვითომ კიდევ გააჩნიათ. არა! აღარანაირი!
ახლა ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას. არა უშავს, ესეც აღარ გამოუვათ,იმიტომ, რომ არაფერი აღარ გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ყველანი ეთად.პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება! გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც რაიმე სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. სადაც ერთობაა, იქ ვარ მე! მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ!
იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!, - თქვა საომე ზურაბიშილმა.
ფოტო: პუბლიკა