დღეს, 1-ელ თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიხსნება ირანელი ხელოვანის, ირანის სამხატვრო აკადემიის ფოტოხელოვნების ფაკულტეტის პროფესორის, ფამიდ რაზა გოუჰარის ნამუშევრების გამოფენა - "ვედრება".
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის (ირანი, მაროკო, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და სხვ.) საკულტო არქიტექტურისა და რელიგიური ტრადიციების ამსახველი ფოტომასალა.
გამოფენა ეწყობა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით.
ექსპოზიცია 5 თებერვლამდე გაგრძელდება.