უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების წარმომადგენლებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმების ამოქმედების უზრუნველსაყოფად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ტრიბუნალის შექმნის შესახებ დღევანდელი შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია. ახლა ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის ასამოქმედებლად,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
საჭიროა ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა რუსი დამნაშავე, მათ შორის პუტინი, სასამართლოს წინაშე წარდგეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომლებმაც სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მისცეს ხმა და მოუწოდა მათ ჩართულობის შენარჩუნებისკენ.
მან დასძინა, რომ სამართლიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის ისე უნდა მუშაობდეს, რომ ომის დამნაშავეებმა გაქცევა ვერ შეძლონ.
შეგახსენებთ, დღეს, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.