“მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, მისი გუნდის წევრები როგორ არიან ჩაფლული კორუფციაში.
ბესელიას თქმით, თბილისის მერ კახა კალაძეზე რამდენიმე საქმე კროკურატურაში იყო და ისევ იქნება.
"ერთ-ერთ სხდომაზე, ივანიშვილს ვუთხარი, რომ ესენი, სადაც ისხდნენ ზარდიაშვილი, მდინარაძე, მათიკაშვილი და სხვები, ყველა კორუფციაში ჩართული მეთქი. ტენდერებში, სხვადასხვა სამინისტროს პროექტებში, პირდაპირ იყვნენ ინტერესებით გამოხატული. მას არ უთქვამს არაფერი, მხოლოდ მითხრა, რომ გაარკვევდა ამ ყველაფერს. მან ძალიან კარგად იცის, რომ ყველა კორუფციაში ჰყავს ჩაფლული, ვინც ახლა ჰყავს გუნდში, მათ მისცა საშუალება, რათა ამით აკონტროლოს. ეს არის ბერკეტი, შემდეგ მათზე ზეწოლის მოხდენის. არსებობს მსგავსი საქმეები, მათ შორის კალაძეზე. რამდენიმე საქმე პროკურატურაში იყო კალაძეზე და იქნება ისევ, ვადა კი არა გაუვიდა. აქვს რამდენიმე საქმე კალაძეზე, ზუსტად ვიცი, იმ პერიოდშიც, პროკურატურა მუშაობდა კორუფციულ დანაშაულებებზე, მაგრამ არ ახდენდა პერსონიფიცირებას, რადგან ჯერ არ სჭირდებოდა. თუმცა, როგორც კი დასჭირდება, მაშინვე გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთი დარეზერვებული საქმეები ივანიშვილს ექნება ყველაზე, მათ შორის მოსამართლეებზე,-განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ვარაუდობს, რომ კალაძე “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არ იქნება, რადგან “მთელმა თბილისმა იცის, რამდენად შორს წავიდა მისი კორუფციული სქემები.“
"ყველგან არის ეს კორუფცია ძალიან მასშტაბური და ალბათ, კალაძეს შეცვლის და სხვებზე გააკეთებს ფსონს",- განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში.