პარლამენტის მიმდებარედ, საპროტესტო აქციაზე პოეტი ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
როგორც მედიას შსს-ში განუცახდეს, რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც მათ შორის პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.