საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს" შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ალგორითმი 2011 წლის ივნისისთვის უზრუნველყოფს საქართველოში კომპიუტერების ქარხნის აშენებას. ახალი კომპიუტერული ქარხანა ნეტბუკებს გამოუშვებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით წელს ყველა პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა.
ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი კომპიუტერული ფირმის ,,Iნტელ''-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც დაესწრო. ინტელი პროექტის „კომპიუტერი პირველკლასელებისთვის" მთავარი მხარდამჭერია.
ნეტბუკს დამხამრე ხასიათი ექნება და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა.
მასალის გამოყენების პირობები