საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიაში მომხდარი ინცინდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"გერმანიაშო მომხდარ ფაქტთან დაკავშორებით ამ დროისთვის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ ვცდილობთ მოვიპოვოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგთან, ელექტრომატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 43 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.