27-28 ნოემბერს ლისაბონში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 38-ე გენერალურ ასამბლეა გაიმართება. ასამბლეაში ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს ასამბლეაზე მისი პრეიდენტი გია ნაცვლიშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე წარმოადგენენ.
გენერალური ასამბლეა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს.
ქართული მხარისთვის გასაკუთრებულ ინტერესს 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის საკითხი წარმოადგენს.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა თბილისს და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს სურთ.
ასამბლეის მონაწილეებს დაურიგდებათ თბილისის, როგორც კანდიდატი ქალაქის საპრეზენტაციო ბუკლეტები.