ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა. იუწყება BBC
ალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჰოსეინ სალამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა. დაღუპულები არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მეჰდი თეირანჩი.
ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.