ტრანსპორტით გადაადგილება საქართველოს საავტომობილო გზებზე შეუზღუდავად ხორციელდება.
როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გასული ღამის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვდა. მაგრამ ამჟამად რომელიმე მიმართულებით მოძრაობა ჩაკეტილი არ არის.
ამასთან, ყველა მიმართულებით, სადაც ეს აუცილებელია, მიმდინარეობს მუდმივი გაწმენდითი სამუშაოები.
ერთადერთი შეზღუდვა დაწესებულია კობი-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთზე. აქ მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.