საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მედიცინის მუშაკთა დისკრედიტაციის ფაქტებს ეხმაურება და სპეციალურ პრესკონფერენციას გეგმავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯანდაცვის პროფკავშირების წარმომადგენლებმა განუცხადეს, პრესკონფერენციაზე განცხადებები გაკეთდება ბოლო დროს მედიცინის მუშაკთა ტოტალური დისკრედიტაციის ფაქტებსა და სამედიცინო დაწესებულებების გაუაზრებელ გაყიდვებთან დაკავშირებით.
პრესკონფერენცია დღეს, 31 იანვარს, 14:00 პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში გაიმართება. (მის: ვაჟა ფშაველას 1/43).