დღეს, 30 იანვარს საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
შტატებში ვიზიტის ფარგლებში სანდრა რულოვსი ჯანდაცვის საკითხებზე საქართველო-ამერიკის ორმხრივ კონფერენციას დაესწრება, რომელიც საქართველოს პირველი ლედის თავმჯდომარეობით გაიმართება.
აშშ-ში გამგზავრებამდე კი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სანდრა რულოვსის წიგნის "იდეალისტის ნაამბობის" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა ფონდ "სოკოს" ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებას მოხმარდება.
ქვეყნის პირველი ლედი საქართველოში 5 თებერვალს დაბრუნდება.