სასტუმრო "კოპალაში" "მესხთა ახალგაზრდული კავშირის" შეკრება შედგა, სადაც საქართველოში მცხოვრები მესხების პრობლემებს განხილავდნენ.
"საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის" მიზანი ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნაა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში დაბრუნებული მესხები დახმარებას ჯანდაცვის სფეროშიც მიიღებენ.
"საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბეგიაშვილის თქმით, მათი მიზანია, მესხებს რეპატრიაციის პროცესში ხელი შეუწყონ. ამისთვის ისინი საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის კურსებს შექმნიან.
ცნობისთვის, "საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი" 2010 წელს შეიქმნა.