ფოცხო ეწერში მცხოვრები დევნილებისათვის "პურსაცხობი" გაიხსნება, ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ ფოცხო ეწერში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,დევნილებს დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა უწევთ, რაც მათთვის მითუმეტეს ზამთრის პერიოდში შეუძლებელია, ამიტომ, მთავრობის წევრებთან ერთად მოვითათბირებ და უახლოეს მომავალში "პურსაცხობის" პრობლემას გადავწყვეტთ"-განაცხადა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ.
გიორგი ბარამია დღეს ფოცხო ეწერში იმყოფებოდა. Mმან დევნილებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი ჩაუტანა და დევნილ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.