აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია ფოცხო ეწერში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დევნილებს პირველადი მოხმარების პროდუქტები ჩაუტანა და ბავშვებს სასაჩუქრები გადასცა.
გიორგი ბარამიასთან ერთად ფოცხო ეწერში, აფხაზეთის მთავრობის წევრები ომყოფებოდნენ, რომლებიც დევნილების პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მისი მოგვარების გზები განიხილეს.
აფხაზეთის Mმთავრობის თავმჯდომარე სამეგრელოში, სხვა კომპაქტური ჩასახლებების ობიექტებსაც მოინახულებს და დევნილების საყოფაცხოვრებო პრობლემებს გაეცნობა.