დღეიდან მთელ საქართველოში აცივდება. სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ კლებას ვარაუდობენ. ცივი ამინდი 4 თებერვლამდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ცივი ჰაერის მასების შემოსვლასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 4-6 გრადუსამდე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი_9 გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში ნალექს თოვლის სახით ელოდებიან.