კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი Reuters-ის ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახამდ, ვლადიმირ პუტინი თანახმაა ომის დასრულებისთვის, თუ მიიღებს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები NATO-ში არ გაწევრიანდებიან ირწმუნება, რომ აღნიშნულ საკითხს უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს ვერ განიხილავენ.
მისი თქმით, რუსეთი არასწორად მიიჩნევს მოსამზადებელი დოკუმენტების შინაარსის გამჟღავნებას და ამით საკუთარი მოლაპარაკებების პოზიციების მედიის საშუალებით გაზიარებას.
პესკოვს პრესკონფერენციაზე კომენტარი სთხოვეს Reuters -უს იმ განცხადებაზე, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, დაჟინებით მოითხოვდა ნატოში არწევლობის გარანტიებს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსა და მოლდოვასთვისაც.
პესკოვს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ამის განხილვა მოლაპარაკებების დროს.
„როგორ შეგვიძლია განვიხილოთ საქართველო უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს? ეს არის ორმხრივი, პირდაპირი მოლაპარაკებები“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შესათანხმებელი დოკუმენტების საჯაროდ განხილვას არ აპირებენ.
"ჩვენ [საჯაროდ] არ განვიხილავთ შესათანხმებელი დოკუმენტების შინაარსს. ვთვლით, რომ ეს დისკრეტულ რეჟიმში, არასაჯაროდ უნდა ხდებოდეს. პრესის მეშვეობით გარკვეული პოზიციების გაცვლა ძალიან არასწორი იქნებოდა." - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, Reuters-ი ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინის მოთხოვნაა დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების გამორიცხვას.