თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, დასუფთავების საქალაქო სამსახურის ფუნქცია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გადაეცა.
როგორც „ჯი-ეჩ-ენთან" კომენტირებისას საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა აღნიშნა, დღესდღეობით თბილისის დასუფთავება ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული დარგია. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ცალკე სამსახურის ფუნქცია მას არ უნდა ჰქონოდა. ამიტომაც იგი კეთილმოწყობის სამსახურს შეუერთდა.
„დასუფთავების საქალაქო სამსახური 2006 წელს შეიქმნა, რადგან სისტემა აბსოლუტურად უვარგისი, თავიდან ასაწყობი გახლდათ. მანამდე იგი კეთილმოწყობის სამსახურის დაქვემდებარებაში იყო. წლების მანძილზე ბევრი სამუშაო ჩატარდა, მთლიანად შეიცვალა ქალაქის დასუფთავების მიმართ მიდგომა. გარდა ამისა, ტექნიკაც შივიძინეთ. ამდენად, მისი ფუნქცია კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გადაეცა,"_აღნიშნა შოშიაშვილმა.