დღეს თბილისის საკრებულოს ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საკრებულოს სხდომა მის დასრულებამდე დატოვა.
როგორც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა ზაზა გაბუნიამ „ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან ხუთი წელი შესრულდა და მათი მოვალეობა იყო, რომ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდისთვის პატივი მიეგოთ.
ცნობისთვის, დღეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ხუთი წლის თავზე ყოფილი „შარდენ-ბარის" წინ სანდროს ახლობლები, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს.