დღეს, 29 იანვარს, 12:00 საათზე, ქ. ქუთაისში, მწერალთა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ახალგაზრდა სოციალისტების ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის 1-ლი კონგრესი.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ადგილობრივი დელეგატი და 10-მდე საერთაშორისო სტუმარი. დაგეგმილია ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტიკური დოკუმენტისა და სტრატეგიის დამტკიცება, რომელთა შემუშავება მოხდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრების მიერ და რამდენიმეთვიანი პოლიტიკური დებატებისა და დისკუსიების შედეგებზე.
ასევე დაგეგმილია ახალი სტრუქტურის დამტკიცება, ორგანიზაციის გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა. წარმოდგენილი იქნება თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი, კონგრესზე მათ შორის გაიმართება დებატები, გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება კენჭისყრის საფუძველზე.