"გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ გორიდან და ზუგდიდიდანაც იგეგმება დევნილთა გასახლება,"_ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ორი ათასამდე დევნილი გაასახლეს, ზაფხულში კი 2-3 ათასამდე დევნილს დაატოვებინეს საცხოვრებელი ბინა.
ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მართალია, დევნილების 1-3% დათანხმდა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ სოფლებში გადასახლებას, მაგრამ ახლა ნანობენ და ცდილობენ, როგორმე დედაქალაქს დაუბრუნდნენ.
"არჩევნებამდე დევნილებს 130 ობიექტი დაუკანონეს, თუმცა არჩევნების შემდეგ მხოლოდ ოთხი ობიექტია დაკანონებული,"_აღნიშნა ჩხარტიშვილმა.