დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარემ დავით მალაზონიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლა შეაფასა.
"პრეზიდენტის ვირტუალურმა სატელევიზიო გამოსვლებმა დევნილებს თავი მოგვაბეზრა. ეს კარგად დაგეგმილი სპექტაკლია. თუ ხელისუფლება ამ ხალხს მართლაც შეუქმნის იმ პირობებს, რომ სოფლის მეურნეობა აწარმოონ, თუ მათ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელს გადასცემენ, თბილისზე გამოკიდებული არავინაა,"_აღნიშნა მალაზონიამ.
დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თანათავმჯდომარე ხელისუფლებას ურჩევს, ბიბლიურ მითებზე საუბარს თავი დაანებონ და ხალხი ცრუ დაპირებებით არ მოატყუონ.